14:22 | 2020-05-22 ავტორი: თამთა თორდია

ასეთი ტრაგედია დატრიალდა ჩვენთან სოფელში“ – კახათში ორსართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა

ასეთი ტრაგედია დატრიალდა ჩვენთან სოფელში“ – კახათში ორსართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ კახათში ორსართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა, ამის შესახებ აცხადებს მერის წარმომადგენელი სოფელ კახათში კობა ჩახაია.

 

„ბიძაჩემის სახლია, სახლში იმყოფებოდნენ ბიძა და ბიცოლა. ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

 

ოჯახმა ვერაფრის გამოტანა ვერ მოასწრო, ასეთი ტრაგედია დატრიალდა ჩვენთან სოფელში, ასევე დაზიანდა ოჯახის კუთვნილი ავტომობილი”,- განაცხადა მან.

 

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მუშაობდა სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა, თუმცა სახლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 

ავტორი: თეა შონია 

ფოტო: „პრაიმტაიმი“

 

მსგავსი თემები:

ანაკლიაშო ორსართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა
2020-05-10ანაკლიაშო ორსართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა
7-სულიანი ოჯახი, სადაც 3 მცირეწლოვანი ბავშვია, დახმარებას ითხოვს
2020-05-207-სულიანი ოჯახი, სადაც 3 მცირეწლოვანი ბავშვია, დახმარებას ითხოვს
ავტორი: თამთა თორდია

X