
ამერიკაში მამაკაცი შვილმა Zoom-ის კონფერენციის დროს პირდაპირ ეთერში დაჭრა და მოკლა. ამის შესახებ ინფორმაციას „Cnn“ ავრცელებს.
დვაით პოვერსი Zoom-ის საშუალებით რამდენიმე ადამიანთან საუბრობდა, როდესაც მისი შვილი ოთახში შევიდა და სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.
აღსანიშნავია, რომ პოლიცია კონფერენციის მონაწილე ადამიანებმა გამოიძახეს.
შვილმა შემთხვევის ადგილიდან გაქცევა სცადა, თუმცა პოლიციამ ის მალევე დააკავა.























