21:34 | 2020-05-22 ავტორი: Prime Time

ნინო ცაციაშვილი: მადლობა მინდა  გადავუხადო თითოეულ მოქალაქეს, რომელიც მაღალ სამოქალაქო  პასუხისმგებლობას იჩენს  ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით

ნინო ცაციაშვილი: მადლობა მინდა  გადავუხადო თითოეულ მოქალაქეს, რომელიც მაღალ სამოქალაქო  პასუხისმგებლობას იჩენს  ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით

„პანდემიამ აბსოლუტურად განსხვავებულ რეალობაში მოაქცია თითოეული მოქალაქე, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროც, ამიტომ ერთ-ერთი გამოწვევა ოჯახში ძალადობის მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გახლდათ ის, რომ შეგვენარჩუნებინა მომართვიანობა“, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ამ მიზნით ძალიან კოორდინირებული და ეფექტიანი ნაბიჯები გადაიდგა, კერძოდ 15 აპრილს შსს-მ მოსახლეობას სხვადასხვა ენებზე – ქართულად, სომხურად და აზერბაიჯანულად დაუგზავნეთ მოკლეტექსტური შეტყობინებები, სადაც ძალიან დეტალურადაა მიწოდებული ინფორმაცია, როგორ უნდა  მიმართონ უწყებას.

 

„მათ შორის 112-ის ჩუმი განგაშის ღილაკთან დაკავშირებით, რაც შესაძლებლობას აძლევს მსხვერპლს ყოველგვარი დარეკვის გარეშე ღილაკზე თითის ერთი დაჭერით  შეძლოს  ძალადობის შესახებ ინფორმაციის გამოგზავნა პოლიციისთვის ,ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ  რეალურად ერთის მხრივ ეფექტიანი და პრევენციული ღონისძიებები გატარდეს ჩვენი მხრიდან და მეორეს მხრივ საზოგადოების ჩართულობა იყოს მაქსიმალურად გააქტიურებული და გაძლიერებული.

 

ამ  მიმართულებით აღსანიშნავია ისიც, რომ აპრილში  პოზიტიური ტენდენცია იკვეთება, კერძოდ  ძალადობის  შესახებ  ინიციატორთა შორის მესამე ადგილზეა  მეზობელი, რაც წინა  თვეებში რეალურად არ გვქონდა და ძალიან დიდი მადლობა მინდა  გადავუხადო თითოეულ მოქალაქეს, რომელიც მაღალ სამოქალაქო  პასუხისმგებლობას იჩენს განსაკუთრებით ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით და ძალადობის თითოეულ ფაქტზე პროაქტიურად უკავშირდება პოლიციას” – განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.

 

 

 

ავტორი: Prime Time

X