
საქართველოში შიდა ტურიზმი 15 ივნისიდან აღდგება, საერთაშორისო კი – 1-ლი ივლისიდან.
ამირან გამყრელიძე იმ რისკებზე საუბრობს, რომელიც შესაძლოა ამ პერიოდში იყოს ქვეყანაში.
„რისკები ყველანაირი შემსუბუქების ნაბიჯებში არის, რადგან პანდემიაა. 5 მილიონი ადამიანია დღეს დაინფიცირებული. ეს მხოლოდ ის რაოდენობაა, ვისაც დადგენილი აქვს ინფექცია.
ჩვენ სერიოზულად უნდა მოვემზადოთ. ის ქვეყნები, რომლებსაც ტურიზმზე აქვთ დაფუძნებული ეკონომიკა, ყველა ამსუბუქებს შეზღუდვებს, რადგან ქვეყნისათვის ეს საჭიროა.
საქართველო საერთაშორისო ტურისტებს ე.წ. მწვანე ქვეყნებიდან მიიღებს. ტურისტების შემოწმების საკითხზე მუშაობა მიდის. თუმცა, ერთ-ერთი გაფართოებული ტესტირების პრინციპია,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.























