
როგორ მოვემზადოთ კორონავირუსის მეორე ტალღისთვის – ამაზე „ღამის კურიერის“ ეთერში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე საუბრობს.
„პირველ რიგში, მოსახლეობა კიდევ მეტად უნდა იყოს გათვითცნობიერებული. ყველამ უნდა გავითავისოთ ის, რომ ჩვენ კორონავირუსთან ცხოვრება ხანგრძლივად მოგვიწევს.
დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც იძლევა ჯანდაცვის სფერო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი. ასევე, მნიშვნელოვანია ჩვენი ცენტრის სერიოზულად გადამზადება, სწავლა და სულ სწავლა.
აუცილებელია ჯანდაცვის სისტემის უფრო მეტად მომზადება, ასევე საავადმყოფოების და პირველადი ჯანდაცვის ქსელის. უნდა შეივსოს მარაგები და იყოს უწყვეტი.
აღსანიშნავია, რომ ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩვენს წარმატებაში საზღვრის ჩაკეტვამ,”- განმარტა ამირან გამყრელიძემ.























