21:23 | 2020-05-23 ავტორი: Prime Time

ზუგდიდი-მესტიის გზაზე ავარია მოხდა – დაშავებულია 5 ადამიანი

ზუგდიდი-მესტიის გზაზე ავარია მოხდა – დაშავებულია 5 ადამიანი

ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის ცენტრალურ გზაზე სამარშრუტო მანქანა და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახნენ.დაშავებულია გავრცელებული ინფორმაციით 5 პირი.

 

ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო ბრიგადები. ადგილზე სამი სასწრაფო-დახმარების ბრიგადა მუშაობს.

 

თბილისში ძლიერი ქარის შედეგად ხე წაიქცა და ავტომობილები დააზიანა
2020-05-23თბილისში ძლიერი ქარის შედეგად ხე წაიქცა და ავტომობილები დააზიანა

 

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაშავებულები სკოლის კურსდამთავრებულები არიან და აქედან სამი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. დეტალებს შსს არკვევს.

 

ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს მენეჯერის სულხან ორჟონიას თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კლინიკაში ხუთი ახალგაზრდა კაცია შეყვანილი.

 

ხუთივე გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში იმყოფება და უტარდებათ შესაბამისი კვლევები.



ავტორი: თეა შონია

ავტორი: Prime Time

X