00:22 | 2020-05-24 ავტორი: ალექსი ქამადაძე

უკრაინის დეპუტატი საკუთარ ოფისში გარდაცვლილი იპოვეს

უკრაინის დეპუტატი საკუთარ ოფისში გარდაცვლილი იპოვეს

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ვალერი დავიდენკო საკუთარ ოფისში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია სხვა დეპუტატმა, ილია კივამ გაავრცელა.

 

„დეპუტატ დავიდენკოს ჩაცხრილული სხეული ახლახანს იპოვეს საკუთარ ოფისში“, – განაცხადა ილია კივამ.

 

VIDEO: პოლიციამ შტურმით აიღო ბანკის შენობა, სადაც კაცმა მძევლები აიყვანა
2020-05-23VIDEO: პოლიციამ შტურმით აიღო ბანკის შენობა, სადაც კაცმა მძევლები აიყვანა

 

უკრაინული გამოცემების ცნობით, დეპუტატი თავში გასროლით მოკლეს. ასევე მოკლულის გვამთან იპოვეს იარაღი.

 

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ, ამ დროისთვის მეტი ინფორმაცია არ ვრცელდება.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X