19:29 | 2020-05-24 ავტორი: Prime Time

წარმატებული ქართველი ჩოგანის პირადი და პროფესიული ცხოვრების დეტალები

წარმატებული ქართველი ჩოგანის პირადი და პროფესიული ცხოვრების დეტალები

დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. ცნობილ ჩოგბურთელს აღკვეთ ღონისძიებად გირაო შეუფარდეს.

 

პროკურატურის ინფორმაციით, ოჯახში ძალადობაში ბრალდებულ ბასილაშვილს 100 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა. მას არასწრულწლოვანის თანდასწრებით ყოფილ ცოლზე ძალადობას ედავებიან.

 

პროცესის შემდეგ ჩოგბურთელის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს.

 

მოკლე დოსიე

 

ბა­სი­ლაშ­ვი­ლი 1992 წლის 23 თე­ბერ­ვალს, თბი­ლის­ში და­ი­ბა­და. 2009 წელს და­ამ­თავ­რა კა­ლი­ფორ­ნი­ის შტა­ტის ქა­ლაქ საკ­რა­მენ­ტოს გრა­ნა­ით­ბე­ის დიდი სკო­ლა.

 

ჩოგ­ბურ­თის თა­მა­ში 6 წლი­სამ, გოგა სან­თე­ლა­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით და­ი­წყო. კარ­გა ხანს მამა – ნო­დარ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი ავარ­ჯი­შებ­და.

 

12 წლი­სა აშშ-ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად და იქ ვი­ტა­ლი გო­რინ­თან ვარ­ჯი­შობ­და. იყო სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნი 12-14-წლი­ა­ნებ­ში.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

ამე­რი­კა­ში ორან­ჯბო­ლის ორი ტურ­ნი­რის ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლის­ტი იყო. 16 წლის ATF-ის ჭა­ბუკ­თა მსოფ­ლი­ოს რე­ი­ტინ­გში 59-ე იყო. 2009 წლი­დან პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­ში გა­და­ი­ნაც­ვლა.

 

 

2010 წელს სო­ჭის ვაჟ­თა 10 000-იანი ტურ­ნი­რი მო­ი­გო. მერე ორი წე­ლი­წა­დი ტრავ­მე­ბის გამო, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ­სად უას­პა­რე­ზია.

 

2012 წელს ექ­ვსი ტურ­ნი­რი (ყა­ზან­ში, მოს­კოვ­ში, ერე­ვან­ში, თბი­ლის­სა და 2 ან­ტა­ლი­ა­ში) მო­ი­გო, ორ­ჯერ ფი­ნალ­ში ითამაშა.

 

ATP-ტურის ოფიციალურ ვებგვერდზე ჩოგბურთელთა უქმობის პერიოდში გამოქვეყნდა 2018-2020 წლების სტატისტიკა “ბექჰენდის” სიძლიერის მხრივ და ამ კომპონენტში ყველაზე სწრაფი ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი გახლავთ

 

ნიკოლოზ ბასილაშვილი

 

რაც შე­ე­ხე­ბა ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის პი­რად ცხოვ­რე­ბას, მან 2013 წელს იქორ­წი­ნა მო­დე­ლზე, ნეკა დო­რო­კაშ­ვი­ლზე. წყვილს ერთი შვილი ჰყავთ.

 

2019 წელს, ერთ-ერთ ინტერვიუში, ბასილაშვილის მეუღლე ამბობნდა, რომ უკვე ლუკასი 3 წლისაა და დროა, დაბრუნებოდა მოდელობას.

 

„ქალისთვის მთავარია ოჯახი, ქმარ-შვილი და შემდეგ კარიერა. არ ველოდი, მაგრამ ახლახან რამდენიმე სამოდელო სააგენტომ მიმიწვია. 27 წლის ვარ.

 

მოდელობას გაცილებით პატარა ასაკში იწყებენ, მაგრამ სამოდელო სააგენტოები მაინც დაინტერესდნენ. რომელიცუკეთეს პირობებს­ შემომთავაზებს, იმას ავირჩევ.

 

ჩემს თავს უფრო კომერციულ მოდელად ვხედავ, რეკლამები, ჟურნალები, ბილბორდები – ეს არის ჩემი მიმართულება”, – ამბობდა ნეკა.

 

გახმაურებულ ინციდენტამდე, დიდი ხნით ადრე შეუმჩნეველი არ დარჩენილა, რომ სოციალურ ქსელში წყვილი ერთობლივ ფოტოებს აღარ აქვეყნებდა.

 

ნიკოლოზ ბასილაშვილი საქორწინო ბეჭდის გარეშე ჩნდებოდა.

22 მაისს, ყოფილ ცოლზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ბასილაშვილი, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ავტორი: Prime Time

X