21:04 | 2020-05-24 ავტორი: Prime Time

„მსხვერპლი“ მივიდა „მოძალადის” სახლში და არა პირიქით – გია ხუხაშვილი ბასილაშვილის საქმეს გამოეხმაურა

„მსხვერპლი“ მივიდა „მოძალადის” სახლში და არა პირიქით – გია ხუხაშვილი ბასილაშვილის საქმეს გამოეხმაურა

ექსპერტი გია ხუხაშვილი ქართველი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა.

 

„მეჩვენება, რომ მინიმუმ ძალიან ნაადრევია ბასილაშვილისთვის FB ამხანაგური სასამართლოს მოწყობა, იმის გათვალისწინებით, რომ „მსხვერპლი“ მივიდა „მოძალადის” სახლში და არა პირიქით, როგორც ეს ხდება ხოლმე…“, – წერს ხუხაშვილი.

 

წარმატებული ქართველი ჩოგანის პირადი და პროფესიული ცხოვრების დეტალები
2020-05-24წარმატებული ქართველი ჩოგანის პირადი და პროფესიული ცხოვრების დეტალები

 

შეგახსენებთ, რომ 22 მაისს, ბასილაშვილი ყოფილ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

 

სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე დღეს იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 ივლისს არის ჩანიშნული.

 

ასევე აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილმა 100 ათას ლარიანი გირაო უკვე გადაიხადა.

ავტორი: Prime Time

X