23:32 | 2020-05-24 ავტორი: ნინი ტაველიძე

მე ვფიქრობ, წესების დაცვით მაისში ტრანსპორტის გახსნა უნდა გადაწყდეს – კულუმბეგოვი

მე ვფიქრობ,  წესების დაცვით მაისში ტრანსპორტის გახსნა უნდა გადაწყდეს – კულუმბეგოვი

როდის დაბრუნდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი დედაქალაქში – ეს არის ყველაზე აქტუალური კითხვა, საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ,- ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „რუსთავი 2“-თან ისაუბრა.

 

„შეზღუდვა ძალიან მარტივია, თუმცა გახსნა ძალიან რთულია. მეტი ძალისხმევა მართებს ყველას.

 

მთავარი გადაწყვეტილება მაინც უნდა მიიღონ ეპიდემიოლოგებმა და ასევე სატრანსპორტო კომპანიებმა.

 

მთავარი აქცენტი გაკეთებული უნდა იყოს დეზინფექციაზე და კონტროლიორების რაოდენობის გაზრდაზე.

 

მე ვფიქრობ, რომ ამ წესების დაცვით მაისში ტრანსპორტის გახსნა უნდა გადაწყდეს“,- განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

 

ტრანსპორტის მოძრაობა, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში აღდგება
2020-05-24ტრანსპორტის მოძრაობა, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში აღდგება
ავტორი: ნინი ტაველიძე

X