09:45 | 2020-05-25 ავტორი: თათია ცუკოშვილი

ტყიბულში 5 სახლისა და საამქროს ქურდობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

ტყიბულში 5 სახლისა და საამქროს ქურდობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

ტყიბულში 5 სახლისა და საამქროს ქურდობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, -ამი შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

 

​უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ქალაქ ტყიბულში, მიმდინარე წლის აპრილ-მაისში, სხვადასხვა ქუჩაზე, მოქალაქეთა კუთვნილი ხუთი საცხოვრებელი სახლი და ერთი სამჭედლოს საამქრო გაქურდეს. პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო. ორივე ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულებს.

 

„1986 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი რ.ჩ. და 1994 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისა და თაღლითობისთვის ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ხ.ჯ. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

 

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით, ორჯერ ან მეტჯერ ნასამართლევი პირების მიერ ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

დანაშაული სამიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X