
დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრობს. როგორც იგი ამბობს, არჩევნებთან დაკავშირებით გარკვეული გადანაცვლებები იქნება.
„ცვლილებების მოლოდინი ალბათ უფრო რეალისტურია წინასაარჩევნოდ, თუ ეს მოხდა, მეც ასე მგონია რომ მოხდება, უფრო დაკავშირებული იქნება საარჩევნო კონფიგურაციასთან.
მე პირადად არ განვიხილავ ოპოზიციური პარტიის ლიდერად მოქმედ პრემიერს და არ მგონია რომ ეს მოხდეს.
შესაძლოა მისი შეცვლა მოხდეს და გარკვეული გადანაცვლება, მაგრამ იმ ლოგიკით იქნება განპირობებული რომ გაცილებით მყარი და სანდო გარემოს შეუქმნის მმართველ გუნდს”,- განაცხადა ეკა ბესელიამ.
ცნობისთვის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთავრობაში ცვლილებები მიმდინარეობს.























