
კორონავირუსი მსოფლიო ლიდერების გარემოშიც მძვინვარებს. რისკ ჯგუფში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპია.
ბრაზილიელ მაღალჩინოსანს ფაბიო ვაჯნგარტენს, რომელიც დონალდ ტრამპს შეხვდა, კორონავირუსი დაუდგინდა. ვაჯნგარტენი ბრაზილიის პრეზიდენტ ბოლსონაროსთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა. ვიზიტის შემდეგ, “ინსტაგრამის” საკუთარ გვერდზე დონალდ ტრამპთან ერთად გადაღებული ფოტო გააზიარა.
The guy standing to Trump’s left just tested positive for coronavirus, according to Brazilian media. Fabio Wajngarten posted this photo, taken during meetings at Mar-a-Lago, five days ago. pic.twitter.com/qioU4qIlxl
— Gabriel Stargardter (@gabstargardter) March 12, 2020
ბრაზილიის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კორონავირუსზე დადებითი ტესტის შესახებ აშშ-ს აცნობეს.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, მას არ აშფოთებს, რომ კორონავირუსთან ჰქონდა შეხება.
მოდით, ასე ვიტყვი: მე ეს არ მაშინებს – დონალდ ტრამპი
კანადის პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრიუდოს მეუღლეს კორონავირუსი დაუდგინდა. სოფი ტრიუდოს ვირუსი მსუბუქ ფორმებში აქვს.

მანამდე, კანადის პრემიერ-მინისტრი და მისი მეუღლე თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. ეს გადაწყვეტილება მათ მას შემდეგ მიიღეს, რაც სოფი ტრიუდოს ვირუსის სიმპტომები გამოუვლინდა. თავად პრემიერ-მინისტრს, კი კორონავირუსის სიმპტომები არ აქვს, მაგრამ თვითიზოლაციაში მაინც იქნება.
რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი კატასოვი საფრანგეთიდან დაბრუნდა და ეს ფაქტი დამალა. ის წესით თვითიზოლაციაში უნდა ყოფილიყო, მაგრამ კატასოვი დუმის სხდომებს დაესწრო – ინფორმაცია ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, ვლადიმირ ჟირინოსვკიმ გაავრცელა.
საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ, სერგეი კატასოვი იმ სხდომასაც დაესწრო, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უსმენდნენ.

ის გამოცხადდა აქ სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს. ის შეიძლება უკვე ვირუსის მატარებელი იყოს. საშინელი საქციელია, მას ყველა ფეხებზე ვკიდივართ. შესაძლოა, მან უკვე ათობით ადამიანი დააინფიცირა — განაცხადა ჟირინოსვკიმ.
სერგეი კატასოვს ორი კვირით საკანონმდებლო ორგანოს საშვი გააუქმეს. დეპუტატების ნაწილი კი თვითიზოლაციაში მოექცევა.

ესპანეთის მთავრობის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩეს მეუღლეს ახალი კოროვირუსი დაუდასტურდა.
პრემიერ-მინისტრი და მისი მეუღლე თავს კარგად გრძნობენ და ლა მონკლოს რეზიდენციაში რჩებიან – აცხადებენ მთავრობაში.
იტალია
იტალიის ჩრდილოეთ რეგიონში სამედიცინო ასოციაციის ხელმძღვანელი კორონავირუსით გარდაიცვალა. რობერტო სტელა კომოში დაიღუპა, სადაც კორონავირუსის გამო, სუნთქვის უკმარისობით იყო გადაყვანილი. ის 67 წლის იყო
საფრანგეთი
საფრანგეთის კულტურის მინისტრი ფრანკ რიესტერი კორონავირუსით დაინფიცირდა. საფრანგეთის მთავრობის წევრი თავს კარგად გრძნობს.

დაინფიცირებულთა შორისაა, საფრანგეთის პარლამენტის წევრიც ჟან-ლუკ რეიცერი.
ავსტრალია
ამერიკელ მსახიობ ტომ ჰენკსსა და მის მეუღლეს რიტა უილსონს კორონავირუსი დაუდგინდათ. როგორია მათი მდგომარეობა იხილეთ აქ.

— Tom Hanks (@tomhanks) March 12, 2020
ავსტრალიის შინაგან საქმეთა მინისტრსს კორონავისური დაუდგინდა. პიტერ დუტონმა ამის შესახებ თავად განაცხადა. როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, მას ვირუსის სიმპტომები აღენიშნებოდა და ტესტის ჩატარება გადაწყვიტა. ტესტზე დადებითი პასუხის შემდეგ მინისტრი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ესპანეთი
კორონავირუსი დაუდგინდა ესპანელ პოლიტიკოსაც. დეპუტატმა ხავიერ ორტეგა სმიტმა კორონავირუსზე ტესტი მას შემდეგ ჩაიტარა, რაც მხარდამჭერებთან გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა. „ევრონიუსის“ ცნობით, პოლიტიკოსს ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტი ჯერ კიდევ მხარდამჭერებთან გამართულ შეხვედრამდე ჰქონდა. პოლიტიკოსებმა მხარდამჭერებთან შეხვედრა იმიტომ არ გააუქმეს, რომ ესპანეთის ხელისუფლებას რაიმე სახის აკრძალვა არ დაუწესებია.

ხავიერ ორტეგა სმიტი პირველი ესპანელი პოლიტიკოსია, რომელსაც ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდგინდა. პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ინფიცირების მიუხედავად ის სახლიდან იმუშავებს.
ესპანეთის მთავრობის ორ წევრს, თანასწორობისა და რეგიონალურ საქმეთა მინისტრებს, კორონავირუსი მიმდინარე კვირას დაუდასტურდათ, ისინი თავს კარგად გრძნობენ.
ირანი
ირანში აიათოლა ხამენეის მრჩეველი კორონავირუსით გარდაიცვალა, 71 წლის მოჰამედ მირმოჰამედი, რომელიც ირანის სულიერი ლიდერის მრჩეველთა საბჭოს წევრი იყო.

აღნიშნული საბჭოს წევრები პერიოდულად ხვდებიან აიათოლა ხამენეის და შიდა დავების გადაწყვეტაში ეხმარებიან.
ინფიცირებულია ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მრჩეველი ალი აქბარ ველაიათი. ველაიათი, რომელსაც ბოლო ხანს კონტაქტი ჰქონდა კორონავირუსით დაავადებულ არაერთ ადამიანთან, ერთ-ერთ კლინიკაში, კარანტინის რეჟიმში იმყოფება.
ასევე, ინფიცირებულია ისლამური რესპუბლიკის ყოფილი ელჩი ვატიკანში.
რაც შეეხება, ირანელ პოლიტიკოსებს, ახლად არჩეული პარლამენტის წევრი ფატიმა რაჰბარი კორონავირუსით დაიღუპა.

გავრცელებული ცნობებით, ის კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ფატიმა რაჰბარი პირველი ქალი პოლიტიკოსია, რომელიც ირანში კორონავირუსით დაიღუპა.
კორონავირუსს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველიც ემსხვერპლა.
ასევე, დაიღუპა ირანის პარლამენტის დეპუტატი, მუჰამედ ალი რამაზანი. რამაზანი ცოტა ხნის წინ გამართულ საპარლანტო არჩევნებში გილანის გუბერნიის ქალაქ ასტანაში აირჩიეს. ექიმები დეპუტატის გადასარჩენად რამდენიმე დღის მანძილზე იბრძოდნენ.

ვირუსით ინფიცირებული არიან ვიცე-პრეზიდენტი, მასუმე ებთექარი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ირაჯ ჰარირჩი და პარლამენტის 20 დეპუტატი.
კარანტინშია მსფოლიო ფეხბურთის ვარსკვლავიც. რონალდო მას შემდეგ, რაც პორტუგალიელ თანაგუნდელ დანიელე რუგანის ახალი კორონავირუსი აღმოაჩნდა, კარანტინში იმყოფება. კრიშტიანო ჩრდილოეთ იტალიაში არ დაბრუნებულა და შინ, მადეირაშია.

რონალდო სამშობლოში დედის მოსანახულებლად ჩავიდა, რომელმაც მცირე ხნის წინ ინსულტი გადაიტანა.
მადრიდის „რეალის“ საკალათბურთო გუნდის მოთამაშეს, რომლის ვინაობაც არ ხმაურდება, კორონავირუსი დაუდასტურდა. ეს ინფორმაცია „სამეფო კლუბმა“ გაასაჯაროვა და ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ვკითხულობთ.

რეალი გაუწყებთ, რომ საკალათბურთო გუნდის ერთ-ერთ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის შემდეგაც, რეკომენდაციები გაიცა, რომ რეალის საკალათბურთო და საფეხბურთო გუნდებმა (ძირითად გუნდებზეა საუბარი) საკარანტინო პერიოდი გაიარონ. მათ გარდა იგივე რეკომენდაციები კლუბში მომუშავე პერსონალმაც მიიღო – ვკითხულობთ განცხადებაში.
ლონდონის „ჩელსის“ 19 წლის ფორვარდს კალუმ ჰადსონ-ოდოის კორონავირუსი დაუდგინდა, – იტყობინება კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.
ფეხბურთელს დაავადების სიმპტომები ორშაბათს, 9 მარტს გამოუვლინდა და მას შემდეგ, გუნდის ვარჯიშებს არ დასწრებია. „ჩელსის“ პერსონალის ის ნაწილი, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა ჰადსონ-ოდოისთან, თვითიზოლაციაში წავიდა.

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ხუთი გუნდი კარანტინში იმყოფება.
რუდი გობერთან დაკავშირებულმა ამბავმა ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციას არანახული ზარალი და შეზღუდვები მოუტანა. „იუტას” ცენტრს დღეს „ოკლაჰომასთან” მატჩამდე კორონავირუსი დაუდგინეს და რა თქმა უნდა, ეს შეხვედრა აღარ ჩატარდა. ლიგის ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ რეგულარულ სეზონს გაურკვეველი ვადით წყვეტს.

საქართველო
რაც შეეხება საქართველოს, კორონავირუსით დაავადდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე.
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თანაშემწე, რომლის მეუღლესაც კორონავირუსი დაუფიქსირდა, თვითიზოლაციაში იმყოფება.
თვითიზოლაციაში იმყოფება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძეც.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის შვილს ნიკოლოზ გამყრელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა, რომელსაც კომპანია „გეფას“ ხელმძღვანელისგან გადაედო.






















