11:01 | 2020-03-13 ავტორი: ანეტი მიქელაძე

ესტონეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ესტონეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ესტონეთმა ქვეყანაში საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა. რეჟიმი 1 მაისამდე გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი Delfi ავრცელებს.

 

დღეიდან ესტონეთში აკრძალულია საჯარო შეკრებები, კონცერტები, სპორტული შეჯიბრებები. დახურულია მუზეუმები, კინოთეატრები. სკოლები და უნივერსიტეტები ონლაინ-სწავლებებზე გადავიდნენ. საავადმყოფოებსა და ციხეებში კი ვიზიტები აიკრძალა.

 

ასევე შედგენილია ქვეყნების სია, რომლებიც რისკის ზონას წარმოადგენენ, ესენი არიან ჩინეთი, იტალია და ირანი. ყველა ადამიანი, ვინც ესტონეთის ტერიტორიაზე შედის, 2 კვირა კარანტინში უნდა გაატაროს.

 

ამ დროისთვის ესტონეთში კორონავირუსი 27 ადამიანს დაუდგინდა. მთლიანად მსოფლიოში 128 ათასი ადამიანს აქვს კორონავირუსი. 4 ათასზე მეტი გარდაიცვალა, ხოლო 68 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა.

 

საქართველოში კორონავირუსის 25 შემთხვევა დადასტურდა.

ავტორი: ანეტი მიქელაძე

X