
გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მერაბ კობიაშვილის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს.
ნაფიცი მსაჯულების შერჩევის შემდეგ, მხარეები სასამართლოს წინაშე შესავალი სიტყვებით წარდგებიან და დაიწყება საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა.
„მტკიცებულებების შესახებ შემიძლია კატეგორიულად განვაცხადო, რომ ეს საქმე არის დაცვის მხარისთვის ძალიან მარტივად სამუშაო საქმე, ერთი გარემოებიდან გამომდინარე: საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებებით ცალსახად დასტურდება მერაბ კობიაშვილის უდანაშაულობა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მის მიმართ აუცილებლად დადგება გამამართლებელი განაჩენი, – ამბობს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.
შეგახსენებთ, ახალგაზრდა მამაკაცი გუდაურში 16 თებერვალს მოკლეს, ერთი პირი კი დაჭრეს.
განზრახ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მერაბ კობიაშვილია დაკავებული.
























