
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, ჯანო ანანიძის მომავალი კვლავ ბურუსით არის მოსული.
28 წლის ფეხბურთელს აქტიურად უკავშირებენ საქართველოს ჩემპიონატს. კერძოდ, ანანიძეს ეროვნული ლიგის ორი გუნდი, ბათუმის „დინამო“ და თბილისის „დინამო“ ეპატიჟება.
ამის გარდა, სპორტულმა სააგენტო GOAL.GE-მ განაცხადა, რომ ფეხბურთელს რამდენიმე რუსული ვარიანტი გამოუჩნდა.
ანანიძის დამატება „სოჭის“ სურს და გამოცემის მტკიცებით, ფეხბურთელმა სწორედ ამ უკანასკნელზე შეაჩერა არჩევანი.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ჯანო ანანიძე კვიპროსული „ანორთოსისის“ ღირსებას იცავს, რომლის მთავარი მწვრთნელიც თემურ ქეცბაიაა. კვიპროსულ კლუბთან ანანიძეს კონტრაქტი 31 მაისს ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება.
























