20:34 | 2020-05-26 ავტორი: ალექსი ქამადაძე

ალეკო ელისაშვილი პოლიტიკურ პარტიას ქმნის

ალეკო ელისაშვილი პოლიტიკურ პარტიას ქმნის

„სამოქალაქო მოძრაობის“ ხელმძღვანელი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკური პარტიის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ მან „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

 

„დღეს, 2020 წლის 26 მაისია და ახლა ამ წუთას და ამ წამს, ჩემს საჯარო ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი წამებია:

 

მე, ალეკო ელისაშვილმა უნდა ვუთხრა ქართულ საზოგადოებას, რომ ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის 102-ე და მერაბ კოსტავას დაბადებიდან 81-ე წელიწადს, პოლიტიკაში მარტოდმარტო ბრძოლის შემდეგ, უნდა შევქმნა პოლიტიკური პარტია.

 

არა უკვე არსებულ პარტიებს შორის კიდევ ერთი, დამატებითი, არამედ პირველი პარტია, რომელიც ყოველგვარი პარტიული ინტერესებზე წინ დააყენებს საქართველოს სახელმწიფოს და მისი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას, რადგან ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებაა ჩემი პირველი და უკანასკნელი სურვილი”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა მიმართვაში.

 

თალაკვაძის და ლადო კახაძის ლექსები მოგწონს, ვის გოიმობაზე ლაპარაკობ, მაინტერესებს - ალეკო ელისაშვილი 
2020-05-21თალაკვაძის და ლადო კახაძის ლექსები მოგწონს, ვის გოიმობაზე ლაპარაკობ, მაინტერესებს - ალეკო ელისაშვილი 

 

ალეკო ელისაშვილის მოღვაწეობის მოკლე მიმოხილვა:

 

„სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ელისაშვილი აირჩიეს თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატად.

 

2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის აპრილამდე იყო შეწყალების კომისიის თავმჯდომარე.

 

ამასთან, ალეკო ელისაშვილი 2017 წელს მონაწილეობდა თბილისის მერის არჩევნებში და ამომრჩეველთა 17.48%-ის მხარდაჭერა მიიღო.

 

ასევე, ელისაშვილი არის თბილისზე მზრუნველთა გაერთიანება „ტფილისის ჰამქარის“ დამფუძნებელი და ჟურნალისტი.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X