01:15 | 2020-05-27 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ეს უნდა იცოდეთ! ღირს თუ არა საბანკო ვალდებულების კიდევ სამი თვით გადავადება – სპეციალისტი გირჩევთ

ეს უნდა იცოდეთ! ღირს თუ არა საბანკო ვალდებულების კიდევ სამი თვით გადავადება – სპეციალისტი გირჩევთ

რა სარგებელს ნახავენ მომხმარებლები და რა ფინანსური რისკები არსებობს სასესხო ვალდებულების კიდევ სამი თვით გადავადების შემთხვევაში ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე პრაიმტაიმთან საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე საუბრობს.

 

„ის რაც ბანკებმა შესთავაზეს მომხმარებლებს ბევრი მათგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ამ თვეებში ისინი ვერ მოახერხებდნენ სესხის გადახდას და ეს შესაძლოა გამხდარიყო პრობლება, როგორც მსესხებლებისთვის ასევე საბანკო სექტორისთვისაც. ამიტომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათი.

რა უნდა იცოდეთ მათ, ვინც საბანკო გადასახადის კიდევ ერთხელ გადავადებას გეგმავთ
2020-05-21რა უნდა იცოდეთ მათ, ვინც საბანკო გადასახადის კიდევ ერთხელ გადავადებას გეგმავთ

 

რაც შეეხება დამატებით საშეღავათო პერიოდს იგი არ შეეხება ყველას, აქ იქნება უფრო ინდივიდუალურად და გამოიყოფა ის ჯგუფები, რომლებიც განსაკუთრებით დაზარალდნენ კორონაკრიზისის დროს და დღემდე ვერ აღიდგინეს შემოსავლები. სავარაუდოდ ეს იქნება ალბათ 150 000-დან 200 000-მდე ადამიანი.

 

თუ ადამიანს არ აქვს შემოსავალი და ამ თვეებში ვერ შეიტანს თანხას ჯობს რა თქმა უნდა გადაავადოს. უნდა მოხდეს ფინანსური რისკის გათვალისწინება.

 

ალბათ ბევრი ადამიანისთვის შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს ეს სამი თვე და შემდგომ როდესაც შემოსავალი გაუჩნდებათ მოახერხონ მეტის შეტანა.

 

თუ დასაქმდა ადამიანი და გაუჩნდა შემოსავალი ალბათ ჯობს, რომ არ გადაავადოს მაგრამ ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ინდივიდუალურად.

ძარცვა, რომელმაც ადგილობრივები გააოგნა - დაზარალებულმა ჯილდო დააწესა
2020-05-09ძარცვა, რომელმაც ადგილობრივები გააოგნა - დაზარალებულმა ჯილდო დააწესა

 

3 თვიანი გადავადებით ბანკები მომხმარებლებს სთავაზობენ, რომ მოხდეს სესხის რესტრუქტურიზაცია, ანუ ვადის გაგრძელება.

 

ყველა შემთხვევაში ნებისმიერი ფინანსური გადაწყვეტილება მიიღება ინდივიდუალურად, ერთიანი მოჭრილი თარგი, რომ ყველასთვის კარგი იყოს ან ყველასთვის ცუდი ასე არ არსებობს.

 

გააჩნია სესხის ოდენობა, ვადას, რამდენ პროცენტში აქვს მომხმარებელს სესხი, რა ვადას დაუმატებენ. ყველა მომხმარებელმა ეს უნდა განიხილოს ინდივიდუალურად“, – ამბობს გიორგი კეპულაძე.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X