
კორონავირუსით ინფიცირებული 12 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მოზარდს განსაკუთრებული ჩივილები არ აქვს.
„მოზარდის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მასზე ჩვეულებრივად გრძელდება მეთვალყურეობა, როგორც ყველა პაციენტზე“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 25 ადამიანია ინფიცირებული, კარანტინის რეჟიმში 245 იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 58 პაციენტი იმყოფება.
ასევე დაგაინტერესებთ:























