11:54 | 2020-05-27 ავტორი: თამთა თორდია

წესები, რომელთა დაცვაც ტრანსპორტით მგზავრობისას სავალდებულოა

წესები, რომელთა დაცვაც ტრანსპორტით მგზავრობისას სავალდებულოა

საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას განაახლებს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

გახარიას თქმით, 29 მაისიდან აღდგება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა, მათ შორის მეტროპოლიტენის.

 

მისივე თქმით, მოქალაქეებს შეზღუდვების დაცვა მოუწევთ:

 

აუცილებელი იქნება პირბადის ტარება

 

ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში უნდა იყოს გახსნილი ფანჯრები, კონდიციონერების გამოყენება აკრძალულია.

 

მოქალაქეებმა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში უნდა ისარგებლონ.

 

„ვირუსის გავრცელება ექვემდებარება კონტროლს.

 

ქვეყანაში ინფექციის შიდა გავრცელების მასშტაბი არის მცირე. მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი რჩება ჩვენთან ერთად და უნდა დავიცვათ უსაფრთხოების ელემენტარული ნორმები, ჩვენი მოქალაქეების ინტერესების გათვალისიწნებით: 29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი“, – განაცხადა გახარიამ.

 

ნახეთ, ჩამონათვალი, რა შეზღუდვები იხსნება მომავალი ორი კვირის განამვლობაში:

 

საქალაქთაშორისო ტრანსპორტი მუშაობას იწყებს

 

მიკროავტობუსებით გადაადგილება დასაშვები ხდება

 

როდიდან ამუშავდება სასტუმროები – გახარია თარიღს ასახელებს

 

ნახეთ, როდის იხსნება რესტორნები

 

ორშაბათიდან მოლები გაიხსნება – გიორგი გახარია

ავტორი: თამთა თორდია

X