12:30 | 2020-05-27 ავტორი: თეონა ყაჭიური

„რაღაც უნდა მოვიფიქროთ!“ – მოიხსნება თუ არა 3 ათას ლარიანი ჯარიმა

„რაღაც უნდა მოვიფიქროთ!“ – მოიხსნება თუ არა 3 ათას ლარიანი ჯარიმა

უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე განმარტავს მოიხსნება თუ არა 3 ათას ლარიანი ჯარიმა.

 

მისი თქმით, ჯარიმების გადახდა უმრავლესობისთვის ძნელი იქნება, თუმცა ერთი ხელის მოსმით ჯარიმებს ვერ ჩამოწერენ.

 

„დაჯარიმებულების 90%-ისთვის ეს იქნება ძალიან მძიმე გადასახდელი. თავიდან პრევენციული თვალსაზრისით ძლიან კარგად იმუშავა. ჩვენ გვაქვს ორი გამოწვევა: ერთი, მათ ძალიან გაუჭირდებათ გადახდა და რაღაც უნდა მოვიფიქროთ.

 

გაიგეთ, რა შემთხვევაში არ გადაიხდით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის გამოწერილ ჯარიმას
2020-05-23გაიგეთ, რა შემთხვევაში არ გადაიხდით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის გამოწერილ ჯარიმას

 

მეორე გამოწვევა არის ის, რომ როდესაც ქვეყანა მეორე ტალღას ელოდება, უკვე დღეს თუ ასე მარტივად ჩამოიწერება ჯარიმები, ხვალ ადამიანები იფიქრებენ, რომ თუ ახალ ჯარიმას დააწესებ, ისიც არ იმუშავებს. აქ გამოსავალზე უნდა ვიფიქროთ. უმრავლესობის წევრები დარწმუნებული ვარ ამ კითხვასაც დასვამენ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

📌 ჩამოეწერებათ თუ არა მოქალაქეებს 3000 ლარიანი ჯარიმები – მამუკა მდინარაძის პასუხი

📌 ჩამოეწერებათ თუ არა მოქალაქეებს 3000 ლარიანი ჯარიმები – მამუკა მდინარაძის პასუხი

Posted by Prime Time on ოთხშაბათი, 27 მაისი, 2020

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X