
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში კორონავირუსის შესახებ ანგარიშს წარადგენს.
მან ანგარიშის წარდგენისას ის სტაციონარები, ექიმებისა და სპეციალური დაწესებულებების ციფრები დაასახელა, რომელიც ქვეყანას კოვიდ ინფექციასთან საბრძოლველად ჰქონდა.
საქართველოში არსებობს 297 სტაციონარი, სულ 17 514 საწოლზე. სპეციალური იზოლირებული დანიშნულების ჰოსპიტლები რომ გამოვაკლოთ, რჩება 10 ათასი საწოლი.
ინტენსიური თერაპიის საწოლი არის 2 290.
რესპირატორული დაავადებებისთვის სპეციალური აპარატებით აღჭურვილი საწოლ გვაქვს 1749 ერთეული
ქვეყანაში გვყავს 488 რეანიმატოლოგი. მათ ერთდროულად მხოლოდ 1200 ინფექციური პაციენტის მომსახურება შეუძლიათ.
ასევე გვყავს 256 ინფექციონისტი. მათ დღეში შეუძლიათ 453 ინფექციური პაციენტის მართვა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა თქვა, მათი საშუალო რიცხვი იძლეოდა საშუალებას, რომ ქვეყანას კოვიდ ინფექცია ეფექტურად ემართა.






















