
„ბარაქალა ყველა თქვენგანს“, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ნუკრი ქანთარიამ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს.
„თქვენმა დღევანდელმა მოხსენებამ უფრო თვალნათელი გახადა, რომ პროცესი ამ ჟამიანობის დროს მიდიოდა სწორად, გონივრულად, სწრაფად.
ამან მოიტანა ეს შედეგი, რასაც შეიძლება, რომ ამ ეტაპისთვის გამარჯვება დავარქვათ, რამაც აგვაცილა ის საშინელებები, რასაც ვხედავდით სხვა ქვეყნებში. ამისთვის ბარაქალა ყველა თქვენგანს. მართლაც თავდაუზოგავი შრომაა გაწეული,“- განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში მთავრობის მიერ COVID-19-ის ფარგლებში გატარებულ ღონისძიებებზე ანგარიში წარადგინა.























