18:33 | 2020-05-27 ავტორი: თათია ცუკოშვილი

ელემენტარული წერილია საჭირო! – 300-ლარიან დახმარებას ძიძებიც მიიღებენ

ელემენტარული წერილია საჭირო! – 300-ლარიან დახმარებას ძიძებიც მიიღებენ

„როგორ უნდა დაადასტუროს მოქალაქემ, რომ სამსახური დაკარგა თუ თვითდასაქმებულია?“ – ამ კითხვით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას ერთ-ერთმა დეპუტატმა მიმართა.

 

როგორც მთავრობის მეთაური განმარტავს, ამისთვის აუცილებელია „ელემენტარული წერილი“.

 

„ძიძების მიმართებაშიც იგივე მიდგომაა. უბრალოდ, ელემენტარული წერილია საჭირო. რთულია ეგ თქვენთვის ? რა მოტივი შეიძლება ჰქონდეს, როდესაც მუშაობს თქვენს ოჯახში, რომ ასეთ წერილზე უარი უთხრათ,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

„ეჭვი მაქვს, ექსკლუზიური უფლება მოიპოვეთ ჩვენი პარტნიორების თარგმნის“ - გახარია სალომე სამადაშვილს
2020-05-27„ეჭვი მაქვს, ექსკლუზიური უფლება მოიპოვეთ ჩვენი პარტნიორების თარგმნის“ - გახარია სალომე სამადაშვილს

 

 

ცნობისთვის, სახელმწიფო თვეში 200 ლარით იმ ადამიანებს დაეხმარება, რომლებიც კომპანიებმა უხელფასო შვებულებაში გაუშვა.

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X