13:15 | 2020-05-28 ავტორი: Prime Time

„ირგვლივ სულ საშინელებაა“ – რუსი ბლოგერი ცხინვალის ფოტოებს აქვეყნებს

„ირგვლივ სულ საშინელებაა“ – რუსი ბლოგერი ცხინვალის ფოტოებს აქვეყნებს

რუსი ბლოგერი საკუთარ გვერდზე ცხინვალში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. იგი ცხინვალს აღწერს როგორც სოფელს, გაპარტახებულ ადგილს, რომელსაც არაფერი მსგავსება არ აქვს დედაქალაქთან.

 

„რომ არ მცოდნოდა, რომ ეს დედაქალაქია, თუნდაც არაღიარებული ქვეყნის, ვიფიქრებდი რომ რუსეთის ერთ-ერთი დეპრესიული რეგიონის რაიონულ ცენტრში მოვხვდი.მაგრამ არა,ეს მაინც, ასე თუ ისე, დედაქალაქია“,- ამბობს რუსი ბლოგერი.

 

 

როგორც ბლოგერი წერს, ცხინვალი უფრო სოფელს წააგავს, ვიდრე დედაქალაქს.

 

 

„ცხინვალში ბევრი ძვირადღირებული მანქანაა, რაც აქაურების არც თუ ისე მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზე მეტყველებს – რაც წინა 100 კილომეტრისგან და დანარჩენი სამხრეთ ოსეთის სრული გაპარტახებისგან განსხვავდება.

 

სახლების დიდი ნაწილი ინგრევა, ხოლო გასეირნება ქალაქის ცენტრში ბარაკებს შორის სეირნობად იქცევა.“,- ამბობს ბლოგერი.

 

ცხოვრება ცხინვალში

 

„თუმცა, რამდენიც არ უნდა იარო ცხინვალის ქუჩებში – ირგვლივ სულ საშინელებაა. ის აშკარად ბუნებრივად კვდება“.

 

გთავაზობთ ფოტოგრაფის მიერ გადაღებულ ფოტოებს: 

 

ცხილვალის გზები

 

ცხინვალი რუსი ბლოგერის თვალით

 

ცხინვალის ქუჩა

 

 

 

 

რუსი ბლოგერი -ცხინვალი,ყველაზე გაპარტახებული დედაქალაქი მსოფლიოში (ფოტოები)

 

წყარო: commersant.ge

ავტორი: Prime Time

X