11:29 | 2020-05-28 ავტორი: თეონა ყაჭიური

ინფიცირებულების 78% უკვე გამოჯანმრთელდა – მარინა ეზუგბაია

ინფიცირებულების 78% უკვე გამოჯანმრთელდა – მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განმარტებით, ქვეყანაში ინფიცირებულებიდან 78% უკვე გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ნიკოლოზი თავისი ფეხით მივიდა პოლიციაში! - ახალი დეტალები ყველაზე გახმაურებული სკანდალის გარშემო
2020-05-28ნიკოლოზი თავისი ფეხით მივიდა პოლიციაში! - ახალი დეტალები ყველაზე გახმაურებული სკანდალის გარშემო

 

როგორც ეზუგბაია ამბობს, ახალი ინფიცირებული შემთხვევებიდან ერთი სატვირთოს მძღოლია.

 

„ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 153 პაციენტი მკურნალობს. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 408-ით აჭარბებს ინფიცირებულ პაციენტებს.

 

3 ახალი შემთხვევიდან 1 არის სატვირთო მანქანის მძღოლი, დანარჩენი 2 გახლავთ უკვე არსებული, დადასტურებული შემთხვევების კონტაქტი. სატვირთოს მძღოლი კარანტინში იყო და იქ დადასტურდა“,- აცხადებს ეზუგბაია.

ავტორი: თეონა ყაჭიური

X