12:14 | 2020-05-28 ავტორი: Prime Time

რასაც გახარია ქართულ ჯიგრობას ეძახის, მთელ მსოფლიოში ამას კორუფცია ქვია – სერგო რატიანი

რასაც გახარია ქართულ ჯიგრობას ეძახის, მთელ მსოფლიოში ამას კორუფცია ქვია – სერგო რატიანი

ევროპული საქართველოს წევრი სერგო რატიანი კორუფციის შესახებ პრემიერ-მინისტრის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება.

 

მისი თქმით, ის რასაც გახარია ეძახის ქართულ ჯიგრობას, მთელს მსოფლიოში ამას ეძახიან კორუფციას.

 

„როცა ვიღაცა მსგავსი გარიგებით აკეთებს, ეს არა ქართული ტრადიციისთვის, არამედ ჩამორჩენილი ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი, იქ სადაც ყვავის კორუფცია.

 

შეიძლება ვიღაცამ ვიღაცას ქართულ ჯიგრულ პონტში... - გიორგი გახარიას ჟარგონული „სფიჩი“ - ვიდეო
2020-05-27შეიძლება ვიღაცამ ვიღაცას ქართულ ჯიგრულ პონტში... - გიორგი გახარიას ჟარგონული „სფიჩი“ - ვიდეო

 

მაშინ, როცა მარნეულში იყო ძალიან მძიმე მდგომარეობა, ადამიანები განიცდიდნენ რომ მათი საქონელის გასაღებას ვერ ახერხებდნენ, ამ დროს ვიღაცამ გადაწყვიტა ხელი მოეთბო. ეს არის შემაშფოთებელი ფაქტი, როდესაც ხელისუფლება ცდილობს რომ ხელი მოითბოს გაჭირვების მომენტებზე“,- ამბობს სერგო რატიანი.

 

გუშინ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორუფციასთან დაკავშირებით ისაუბრა. 

 

„რა კორუფცია ხალხო – შეიძლება ვიღაცამ, ვიღაცას ქართულ ჯიგრულ პონტში, რაღაცა…“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი: Prime Time

X