
მთავრობა 150 მილიონ ლარს გამოყოფს დევნილი ოჯახების სახლების მშენებლობისთვის. ამის შესახებ პრემიერ-მინსიტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისი თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ 1 800 ოჯახი სამი წლით ადრე მიიღებს ბინას.
„მთავრობა მიმართავს 150 მილიონ ლარს იმისთვის, რომ დააკონტრაქტოს მშენებლობა დევნილი ოჯახებისთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ დაახლოებით 1 800 ოჯახი სამი წლით ადრე მიიღებს ბინას.
ეს იქნება პირდაპირი დახმარება ლიკვიდობით. პირდაპირი მოთხოვნის დაკმაოყოფილება სამშენებლო კომპანიებისთვის“,- აღნიშნა პრემიერმა.























