
„მოძრაობა ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან“ ბრიფინგი გამართა, სადაც გაფლანგული მილიონების შესახებ ისაუბრა.
„გუშინ პრემიერ-მინისტრმა, გახარიამ განაცხადა, რომ ჩვენს სახელმწიფოში ბიუჯეტი ყაირათიანად იხარჯება და კორუფციას ადგილი არ აქვს.
სინამდვილეში ძალიან ბევრი შემთხვევა გვაქვს, როდესაც სახელმწიფო ჩვენს მიერ გადახდილ გადასახადებს ფლანგავს.
იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში დაახლოებით 400 000 ადამიანი სოციალურ შემწეობას იღებს, დაახლოებით 400 000 პენსიონერი „ლიბერთი ბანკთან“ ვალშია, ბავშვების 44% არ აქვს 3 საბავშვო წიგნი, 10 000 სტუდენტს, საფასურის გადაუხდელობის გამო, სტატუსი შეჩერებულია, ჩვენ წინაშეა სახელმწიფო დაწესებულება, „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო“, რომელიც ყოველთვიურად შენობას 10 000 დოლარად ქირაობს.
ქირაობს 2016 წლიდან და ამ წლების განმავლობაში მასში უკვე მილიონზე მეტი ლარი აქვს გადახდილი“,- განაცხადა ანა დოლიძემ.























