
29 წლის მედდა შენონ სტილი დაორსულებას 10 წლის განმავლობაში ცდილობდა. ის ამ წლებს მანძილზე უნაყოფობაზე მკურნალობდა.
შენონს სურვილი აუხდა, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების დროს ის სამ ტყუპზე დაფეხმძიმდა. ინფორმაციას ამის შესახებ Daily Mail-ი ავცელებს.
დიდი ბრიტანეთის ქალაქ იფსვიჩში მცხოვრებ შენონს 15 წლის ასაკში საკვერცხეების პოლიკისტოზი დაუდგინეს, რაც ხშირს შემთხვევაში ქალებში უშვილობას იწვევს.
შენონისა და მისი 35 წლის ქმრის, მეთიუს მრავალწლიანი მცდელობების მიუხედავად, ქალი ვერ ფეხმძიმდებოდა.
მარტში, როდესაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და იზოლაცია აუცილებელი გახდა, შენონმა აღმოაჩინა, რომ ის ორსულად იყო. მოგვიანებით კი, გაირკვა, რომ შენონი სამ ტყუპს ელოდებოდა.
„სამწუხაროა, რომ პანდემიის გამო მეგობრებსა და ნათესავებს ვერ ვხვდები, რათა ეს ნანატრი პერიოდი მათთან ერთად გავატარო“, – აცხადებს შენონ სტილი.























