
ნუთუ სირცხვილის გრძნობა მაინც არ გაქვთ – ასე მიმართ ჟურნალისტებს მეუფე იაკობმა ქადაგებისას.
ბოდბელი ეპისკოპოსი ამით ბოდბის დედათ მონასტრის ირგვლივ აგორებულ ქონებრივ დავას გამოეხმაურა.
„გადაცემა გააკეთეს, თითქოს ეს დიდებული ტაძარი ვიღაცის მამაპაპისეულ მიწაზეა აგებული.
არ გრცხვენიათ?! ასეთ იდიოტობას, როგორ უშვებთ?!
აქ არის ბერმონაზვნების საფლავები. თუ არ იციან, მე გადავცემ ტელევიზიებს სურათებს.
1924 წლის სურათებს, სადაც ჩანს, რომ აქ მხოლოდ ტაძარია და სხვა არაფერი“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.























