14:22 | 2020-05-28 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

თუ შაჰ-აბასის შვილთაშვილებისთვის შეიძლება, რატომ არ შეიძლება ეკლესიას ჰქონდეს მიწა?​ – მეუფე იაკობი

თუ შაჰ-აბასის შვილთაშვილებისთვის შეიძლება, რატომ არ შეიძლება ეკლესიას ჰქონდეს მიწა?​ – მეუფე იაკობი

ტყეების გადაცემაზე რომ ატყდა ერთი ამბავი, მერაბიშვილი რომ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, მესხეთ-ჯავახეთში ტყე დატოვა?, – ასე ეხმაურება ბოდ­ბელ­ი ეპის­კო­პოსი მეუფე იაკობი ბოლოდროს ეკლესიის გარშემო ატეხილ სკანდალს.

 

ნუთუ სირცხვილის გრძნობა არ გაქვთ - მეუფე იაკობი ჟურნალისტებს
2020-05-28ნუთუ სირცხვილის გრძნობა არ გაქვთ - მეუფე იაკობი ჟურნალისტებს

 

„ჩადით ბორჯომში, ნახეთ, თუ არის დარჩენილი პირველადი ტყეები. ბორჯომში ფიჭვი და ნაძვი აღარ დატოვეს.

 

მარტო რუსებმა გააფუჭეს ტყე, რომ დაწვეს? უარესად მერაბიშვილმა ააოხრა, ეგ ლობირებდა. ყველაფერი გინდათ მალაპარაკოთ?!

 

როდესაც ჩინელებს 49 წლით გადასცეს ტყე, რამე პროტესტის გრძნობა გქონდათ? რა ნახა, რა მოიგო მაშინ საქართველომ, ჩინელებმა ტყეები გაჩეხეს, ფული ვიღაც ჩინოვნიკების ჯიბეში წავიდა“, – ამბობს მეუფე იაკობი.

 

მოითხოვს თუ არა ბოდბის ეპარქია მიწის გადაცემას, ამაზე მეუფე პასუხობს:

 

თუ გონს არ მოეგებიან, პასუხს მიიღებენ - ვის ემუქრება ბოდბელი ეპისკოპოსი
2020-05-28თუ გონს არ მოეგებიან, პასუხს მიიღებენ - ვის ემუქრება ბოდბელი ეპისკოპოსი

 

„მიიღეს ტყის კანონი, იქ არის ეკლესია და მუხლი. თუ შეიძლება უცხოეთიდან ჩამოსულს, შაჰ-აბასის შვილთაშვილებს მიჰყიდო, რატომ არ შეიძლება ეკლესიას ჰქონდეს? თან როცა დასჭირდება, მზად ვართ

ხოლმე დავუბრუნოთ“, – ამბობს მეუფე.

 

შეგახსენებთ, პარლამენტმა ტყის კოდექსი დაამტკიცა – ყველა ეკლესიას 20 ჰექტარი ტყე გადაეცა.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X