
ბევრ მშობელს აინტერესებს ინფორმაცია პირველკლასელთა რეგისტრაციის შესახებ, ამიტომაც შეგახსენებთ რომ:
- რეგისტრაციის I ეტაპი დასრულდა. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის დოკუმენტაციის წარდგენის საბოლოო ვადად 5 ივლისი განისაზღვრა.
- რეგისტრაციის II ეტაპი ხორციელდება 11 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით, ხოლო დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელია 11 მაისიდან 5 ივლისის ჩათვლით. (ამ ეტაპზე სკოლაში დარეგისტრირდებიან ბავშვები: რომელთა და-ძმა სწავლობს სასურველ სკოლაში; მშობელი არის კონკრეტული სკოლის თანამშრომელი; ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში).
- რეგისტრაციის III ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია – 2 ივნისს დაიწყება და 25 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, ხოლო დოკუმენტაციის წარდგენა 2 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
- რეგისტრაციის IV ეტაპზე პირველკლასელთა რეგისტრაცია და დოკუმენტაციის წარდგენა 20 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით შეეძლებათ გამოთავისუფლებულ/ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეებს, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ წინა ეტაპებზე ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.
რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge























