
„კარგი იქნებოდა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში რეგულაციები ყოფილიყო. მაგალითად, მგზავრთა რაოდენობის შეზღუდვა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე „იმედის დღეში“ აცხადებს.
„პრაქტიკულად, ამის გაკონტროლება შეუძლებელია. ჩვენი მოქალაქეები უნდა იყვნენ მაქსიმალურად ფრთხილად.
თუ ტრანსპორტი სავსეა, ნუ ავალთ. თუ მოკლე მანძილზე მივდივართ, ნუ დავტივირთავთ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რათა ვისაც ნამდვილად სჭირდება, მან ისარგებლოს.
მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ დავიცვათ ყველა ის წესი, რაც არსებობს, რათა თავი დავიზღვიოთ“, – ამბობს იმნაძე.
შეგახსენებთ, 29 მაისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.























