15:38 | 2020-05-28 ავტორი: თეონა ყაჭიური

თუ სამშენებლო კომპანია ფართების 30%-ს ვერ გაყიდის, მათ მთავრობა შეიძენს

თუ სამშენებლო კომპანია ფართების 30%-ს ვერ გაყიდის, მათ მთავრობა შეიძენს

იმ შემთხვევაში, თუ კომპანიამ ვერ გაყიდა პროექტით გათვალისწინებული ფართების 30 პროცენტი, მათ გარკვეულ პირობებში სახელმწიფო შეიძენს,- ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა, ბექა ლილუაშვილმა ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.

შეღავათები იპოთეკურ სესხზე, დევნილებისთვის და მშენებლობისთვის - ნახეთ, ყველა დეტალი
2020-05-28შეღავათები იპოთეკურ სესხზე, დევნილებისთვის და მშენებლობისთვის - ნახეთ, ყველა დეტალი

 

“სწორედ იმისთვის, რომ მსგავსი რისკები კრიზისის პირობებში მაქსიმალურად დავაზღვიოთ, შევიმუშავეთ სპეციალური პროგრამა, რომელიც გულისხმობს მშენებლობის დასრულების გარანტიას სახელმწიფოს მხრიდან.

 

ეს არის დაახლოებით 200-მილიონიანი პროგრამა.

 

თუ სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ფართებიდან 30 პროცენტს კომპანია ვერ გაყიდის, სახელმწიფო მათ შეიძენს.

 

შეძენილ ფარეთებს საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში გამოიყენებენ”, – ამბობს ლილუაშვილი.

 

მისივე თქმით, ბინები, რომლებსაც სახელმწიფო შეიძენს, დევნილების გადაეცემათ. ამისთვის მთავრობა 200 მილიონს დახარჯავს.

ავტორი: თეონა ყაჭიური

X