
საბავშვო ფილმები, მულტფილმები და თამაშები
სპეციალისტები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია, სწორად იყოს შერჩეული ისინი და ამავე დროს, მივაქციოთ ყურადღება დროის ხანგრძლივობას. სპეციალისტები საფრთხეებზეც საუბრობენ და გვირჩევენ, მუდმივად ვიყოთ საქმის კურსში, რას აკეთებენ ბავშვები ონლაინ.
მშობლების ნაწილმა კატეგორიულ აკრძალვას მიმართა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ მას არათუ შედეგი არ აქვს, არამედ კატეგორიული აკრძალვის შემდეგ, აგრესია მათში უფრო იმატებს.
თაკო ბუაჩიძე, 31 წლის
„ცოტა უცნაურ რამეებს უყურებს. სანამ სკოლაში შევიდოდა, შეეძლო ყოველდღიურად 3-4 საათი მჯდარიყო კომპიუტერთან, ეთამაშა ან მულტფილმები ენახა.
სკოლაში მასწავლებელმა მოითხოვა ჩემთან შეხვედრა და მკითხა, რას უყურებდა ბავშვი.
მითხრა, რომ რომელიღაც გმირის სახელს ახსენებდა ძალიან ხშირად. აღმოჩნდა, რომ უარყოფითი პერსონაჟია, რქიანი… მირჩია, რომ მეკონტროლებინა როგორც ის, თუ რას უყურებდა, ასევე გამეკონტროლებინა დროც.”
გვანცა გვენეტაძე, 29 წლის
“უფროსი შვილი კომპიუტერულ თამაშებს თამაშობს და ამ თამაშების ვიდეოებს უყურებს, უყურებს მულტფილმებს, ფილმებსაც.
როგორც შემიძლია, ვცდილობ რომ დიდი ხნით არ იყოს ამით დაკავებული. ვამჩნევ, რომ თუ ცოტა ზედმეტი მოუვიდათ, აგრესია ეწყებათ, უძილობა, მაგრამ რომ ვუშლი იმაზეც ნერვიულობს, უნდა თამაში და ვერ ხვდება, რატომ არ უნდა ითამაშოს, როცა გაკვეთილებიც მოამზადა, დახატა და ა.შ.
ფსიქოლოგის რეკომენდაციები
არა პლანშეტებს და მობილურს
არა აკრძალვას – შეთახნმება მეგობრობით
























