
ცნობილია, რომ პანდემიამ მთელი მსოფლიო თავდაყირა დააყენა და ახლა ყველა ქვეყანა ცდილობს, გაუმკლავდნენ მას, როგორც შეუძლიათ.
ეს ეხება მთავრობებსაც, რომლებიც სრულიად ახალი გამოწვევების წინაშე დგანან და ახლა იძულებულნი არიან, მოძებნონ მისღები გადაწყვეტილებები. გასაკვირი არ არის, რომ ისინი, აქეთ-იქით ეხლებიან, როგორც ყველა.
სინგაპურში საშინელი გარეგნობის რობოტებს იყენებენ ხალხმრავალი შეკრებების თავიდან ასაცილებლად

რობოტი აღჭურვილია კამერით, რომელსაც აქვს წრიული ხედვა.
მოძრაობს პარკის ბილიკებზე და ხმამაღლა აფრთხილებს ვიზიტორებს, უსიამოვნო და ერთფეროვანი ხმით: „შეხვედრები ამ პარკში აკრძალულია!“ საბინაო და კომუნალური სერვისების დეპარტამენტმა რობოტებს უწოდა „წარმატებული და პერსპექტიული“, რაც, რა თქმა უნდა, ცუდი ამბავია ყველასთვის, ვინც თვალთვალის წინააღმდეგია.
ირანში დაინერგა მაღალტექნოლოგიური კოროვირუსული დეტექტორი

ეს არის ელექტრომაგნიტური მოწყობილობა, რომელიც ხუთ წამში განსაზღვრავს ადამიანში ინფექციის ნიშნების არსებობას, დაახლოებით 100 მეტრის მანძილზე.
ეს ტესტირება ჩატარდა საავადმყოფოებში და ირანის მთავრობის ოფიციალური განცხადებით, საკმაოდ მაღალი სიზუსტით აჩვენა – დაახლოებით 80 პროცენტი. ეს შესაძლოა, ოპტიმიზმის საფუძველი იყოს, რომ არა ერთი გარემოება.
საქმე ის გახლავთ, რომ მოწყობილობა ჩვეულებრივი ტელესკოპური რადიო ანტენაა, რომელიც სინამდვილეში არაფერს განსაზღვრავს და ის საოცრად ჰგავს ირანის მიერ რამდენიმე წლის წინ გამოგონებას – ელექტრონული საწვავის დეტექტორს.
კენიაში, კორონა ვირუსებთან ბრძოლის ჰუმანიტარული დახმარების პაკეტებში შედის „ჰენესის“ კონიაკი

ნაირობიის გუბერნატორმა, მაიკ სონკომ განმარტა თავისი გადაწყვეტილება, ჰუმანიტარული დახმარების პაკეტში „ჰენესის“ ბოთლის არსებობის შესახებ.
კონიაკი, მისი აზრით, ხელს უწყობს ყელის დეზინფექციას. გარდა ამისა, მან თანამოქალაქეებს აცნობა, რომ, ჩატარებული კვლევების თანახმად, ალკოჰოლი კოვიდ-19-ის გავრცელებას აფერხებს, ხოლო დაავადებულებს გამოჯანმრთელებაში ეხმარება.
თუმცა, ეს ასე არ არის და „ჰენესი“ იძულებული გახდა, განცხადების გაეკეთებინა ნაირობის სიახლესთან დაკავშირებით.
ესპანეთის ერთ-ერთ მეთევზეთა სოფელში, ერთ-ერთი პლაჟი ქლორით მორეცხეს

ქლორი არის ძალიან ტოქსიკური ნივთიერება, რომელიც კლავს თითქმის ყველა ცოცხალ არსებას, ამიტომ სავარაუდოა, რომ მან გაანადგურა სანაპიროზე არსებული ეკოსისტემა, მათ შორის, გადამფრენ ფრინველთა რამდენიმე სახეობა.
ამ უაზრო და მავნე მოვლენის პასუხისმგებელმა ოფიციალურმა პირმა, აგუსტინ კოონეომ ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ იგი მხოლოდ იმ ბავშვების დაცვას ცდილობდა, რომლებიც სათამაშოდ დარბიან სანაპიროზე.
შვედეთის ერთ-ერთ ქალაქში, სოციალურ დისტანციას ქათმის სკინტლით უზრუნველყოფდნენ

ყოველწლიურად, 30 აპრილს, ხალხი აღნიშნავს ვალფურგსის ღამეს – წარმართულ დღესასწაულს ანუ ზამთრის დასასრულს. წელს ხალხის მასობრივი შეკრებების თავიდან ასაცილებლად, ლუნდის მუნიციპალურმა ხელისუფლებამ ცენტრალურ პარკში დაახლოებით ერთი ტონა ქათმის სკინტლი მიმოფანტა.
გარდა იმისა, რომ სპეციფიკური არომატი აშინებს ხალხს და აიძულებს მათ უარი თქვან ხალხმრავალ დღესასწაულებზე, სკინტლი სასუქის მოვალეობასაც ასრულებს. ამიტომ, ქალაქის მერის, ფილიპ სენდბერგის თქმით, ეს სასარგებლო იქნება პარკის მცენარეულობისთვის.
აშშ-ს ფედერალური მთავრობა დამცავი ნივთების კონფისკაციას ახდენს

ხელისუფლებამ გასცა ბრძანება, კორპორაციებისა და ცალკეული შტატების მიერ შეძენილი პირადი დამცავი აღჭურვილობა ჩამოერთმიათ (ჯერჯერობით, ეს ზომა ექვს შტატს შეეხო).
ამგვარი ზომების ლეგალურობა საეჭვოა, მაგრამ სასამართლოში დავის წამოწყება დროში ძალიან გაიწელება, ამ დროისთვის კი ჩამორთმეული აღჭურვილობა უკვე გამოყენებული იქნებოდა.
ანტისეპტიკური საშუალება მექსიკის ქალაქ სიუდად ხუარესიზე მოაფრქვიეს

„ეს იყო „ქალაქური ჰაერის“ დეზინფექციის მცდელობა“, – თქვა მერმა, არმანდო კაბადმა და ეს ზედიზედ რვა დღე გაგრძელდა. სამწუხაროდ, არ არსებობს ამ მეთოდის ეფექტიანობის მტკიცებულება, მაგრამ, მეცნიერთა აზრით, ამან შეიძლება გამოიწვიოს მცენარეებისა და ცხოველების მასობრივი სიკვდილი.
ისლანდიის სახელმწიფო სატყეო სამსახურმა ხალხს ხეების ჩახუტება ურჩია

„ეს არის კარგი შემცვლელი ადამიანის ჩახუტების სანაცვლოდ, ამ რთულ დროს“, – თქვა ფორესტერ პორფინსონმა. მას მიაჩნია, რომ ხუთი წუთი საკმარისია და პროცედურა უნდა განმეორდეს დღეში ერთხელ. ამასთან, შეზღუდვები არ არსებობს მათთვის, ვისაც ეს მეთოდი დეპრესიის დაძლევაში ეხმარება.
ინდონეზიაში საკარანტინო რეჟიმის დამრღვევებს მოჩვენებებიან სახლებში ათავსებენ

ცენტრალური ჯავის პროვინციის ერთ-ერთ უბანში, ადმინისტრაციამ მიტოვებული სახლები, რომლებზეც ამბობენ, რომ იქ მოჩვენებები ცხოვრობენ, იზოლატორებად გადააქციეს.
კანონი ავალდებულებს ყველა ჩაულს, იზოლაციაში იყოს 14 დღის განმავლობაში, ხოლო ვინც არ დაემორჩილება წესებს, იძულებით ხვდებიან ამ „დაწყევლილ სახლებში“, ორი კვირის განმავლობაში.
არგენტინის მთავრობა ადგენს წესებს უსაფრთხო სექსის შესახებ, პანდემიის დროს

ქვეყნის მოქალაქეებს ტელევიზით ჯანდაცვის მინისტრმა, დოქტორმა ხოსე ბარლეტამ მიმართა და განაცხადა, რომ სქესობრივი კავშირის შემდეგ ხელების საფუძვლიან დაბანას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, მიუხედევად იმისა, მარტო ხართ თუ არა (ფიზიკური გაგებით).
მან ასევე დასძინა, რომ ყველა მოქალაქეს სჭირდება, დეზინფიცირება ჩაუტაროს კლავიატურას, ტელეფონებს, სექსუალურ სათამაშოებსა და ყველაფერ დანარჩენს, მაშინაც კი, თუ ერთადერთი ადამიანი ხართ, ვინც მათ იყენებთ.
იუკონში კორონა ვირუსის საწინააღმდეგო კამპანიის დროს, იყენებენ ტერმინოლოგიას, რომლის გაგებაც ყველას შეუძლია

ხელისუფლება ხალხს ეუბნება, რომ ერთმანეთისგან „ერთი კარიბუს“ მანძილით დაშორდნენ. ისინი ყოველ კვირას ცვლიან სააგიტაციო პლაკატებს, სადაც იცვლებიან ცხოველები და ნივთები. ხალხს უკვე შესთავაზეს, რომ ერთმანეთისგან დაშორებულიყვნენ ორი ჰასკის, ოთხი ყვავის ან და სახლში გამომცხვარი რვა პურის მანძილით.
ინდოეთის პოლიცია ამჟამად ცდილობს გამოიყენოს გიგანტური ტკიპების ხაფანგები, ადამიანების დაკავების მიზნით

მოწყობილობა წარმოადგენს ორმეტრიან ჯოხს, რომლის ბოლოში უზარმაზარი კავია. პოლიციამ ქალაქ ჩენდიგარში გამოიყენა ეს უცნაური საშუალებები საზოგადოებრივი წესრიგის დამნაშავეების დასაკავებლად და სოციალური დისტანციის შესანარჩუნებლად.






















