18:44 | 2020-05-28 ავტორი: თამთა თორდია

არ გამოვრიცხავ, რომ პირბადის გარეშე ავტობუსში არ აგიშვან – ამირან გამყრელიძე 

არ გამოვრიცხავ, რომ პირბადის გარეშე ავტობუსში არ აგიშვან – ამირან გამყრელიძე 

ამირან გამყრელიძის თქმით, აუცილებელი იქნება ტრანსპორტში პირბადის ტარება და ამისთვის სანქცია არ არის აუცილებელი.

 

მისი განცხადებით, ეს ყველამ თავად უნდა გაითავისოს, თუმცა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამყრელიძე არ გამორიცხავს, მაგალითად მგზავრი ავტობუსში პირბადის გარეშე არ აუშვან.

 

„უნდა გავითავისოთ ყველამ, რომ სანქციები არ არის ყოველთვის აუცილებელი, ვამბობთ, რომ ვსწავლობთ თანცხოვრებას კორონავირუსთან ერთად და ნიღაბი დიდი ხნის განმავლობაში ხდება ჩვენი თანამგზავრი, ჩვენი ატრიბუტი.

 

ამიტომ ვინც ვიმგზავრებთ ავტობუსებით, მეტროთი უნდა ვიხმაროთ ნიღაბი. მე არ გამოვრიცხავ, რომ არ აგიშვან ავტობუსში და არ ჩაგიშვან მეტროში. ალბათ ეს იქნება სანქცია, იქ ამას გააკონტროლებენ“,- განაცხადა გამყრელიძემ.

 

საქართველოში ინფიცირებულთა 58% ქალია, ხოლო 42% კაცი - ზახაშვილი
2020-05-28საქართველოში ინფიცირებულთა 58% ქალია, ხოლო 42% კაცი - ზახაშვილი
ავტორი: თამთა თორდია

X