19:46 | 2020-05-28 ავტორი: თამთა თორდია

მთავარია ბევრი ქორწილი იყოს და ბევრი ბავშვი გაჩნდეს – ამირან გამყრელიძე 

მთავარია ბევრი ქორწილი იყოს და ბევრი ბავშვი გაჩნდეს – ამირან გამყრელიძე 

დაიშვება თუ არა 100 კაციანი ქორწილები? – ამ კითხვაზე ამირან გამყრელიძე პასუხობს, რომ დიდი ქორწილების გადახდისგან თავის შეკავება მოგვიწევს.

 

ქორწილის ჩატარებას შევძლებთ, მაგრამ ჯერჯერობით 10 კაციანის - ამირან გამყრელიძე
2020-05-23ქორწილის ჩატარებას შევძლებთ, მაგრამ ჯერჯერობით 10 კაციანის - ამირან გამყრელიძე

 

„რა ვქნათ, მსოფლიო დადგა დიდი გამოწვევის წინაშე, ახლა შედარებით ოდნავ, რომ მშვიდდება სიტუაცია ვთქვი, რომ არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ კორონავირუსი ჩვენ დავამარცხეთ.

 

ხედავთ, რომ ყველაფერი დისტანციურად კეთდება, ვიცი დამცინებენ ახლა დისტანციური ქორწილი არ გამიგიაო, მაგრამ უნდა იყოს მცირე წრეში, როგორც მიღებულია ზოგადად ოჯახში.

 

ამასაც მოენახება თავისი გადაწყვეტის მეთოდი, მთავარია ბევრი ქორწილი იყოს საქართველოში და ბევრი ბავშვი გაჩნდეს, ესაა ჩვენთვის მთავარი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ავტორი: თამთა თორდია

X