
ბევრი კაფე-რესტორანია, სადაც თეონა თავართქილაძეს 8 ივნისიდან შეეძლება მისვლა. მეგობრებთან ერთად საყვარელ ადგილსაც ესტუმრება და მონატრებულ “ტრიუფელის რავიოლსაც” დააგემოვნებს.
თეონა თავართქილაძე: – ძირითადად, ღია კაფესა თუ სივრცეში ჯდომა მენატრება. კეთილსინდისიერად დავიცავი კარანტინის რეჟიმი, ვერავის ვხედავდი და მეგობრები ძალიან მენატრება. “ღვინის მარანს” ვეწვევი…
არ მაკმაყოფილებს და საერთოდაც, მძულს ეს ჯგუფური სატელეფონო ლაივ-ჩართვები. ამიტომ ამაშიც არ ვყოფილვარ დიდად ჩართული.
როგორც თეონა “პრაიმტაიმთან” ამბობს, მისმა მამიდაშვილმა – მაკა ასათიანმა კარანტინის პერიოდი ესპანეთში გაატარა.
მაკა თებერვალში ბებია გახდა. კახი ჟორდანიას და ნანიკო კლდიაშვილს გოგონა შვეიცარიაში, 14 თებერვალს შეეძინათ.
– როგორი ბებიაა მაკა?
– ჯერჯერობით, ცალკ-ცალკე არიან. ერთად არც მე მინახავს ბებია და შვილიშვილი. პატარას ლეა ჰქვია.
მე და მაკას შეკრება საქართველოში გვაქვს დაგეგმილი, თუმცა კონკრეტულად, როდის, ეს ჯერ არ ვიცით. როცა საჰაერო მიმოსვლა გაიხსნება და მაკას ჩამოფრენა შეეძლება, გვინდა ზაფხული ერთად გავატაროთ.























