12:28 | 2020-05-29 ავტორი: Prime Time

ზოგჯერ მგონია ვინც კითხვებს სვამს, კლანის მნიშვნელობა არ იცის – ვასილ როინიშვილი

ზოგჯერ მგონია ვინც კითხვებს სვამს, კლანის მნიშვნელობა არ იცის – ვასილ როინიშვილი

ვასილ როინიშვილი ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობა მას ნინო ქადაგიძემ შესთავაზა.

 

იგი იმედოვნებს, რომ მცირე წვლილს მაინც შეიტანს სასამართლოს ფუნქციონირებაში.

 

„უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისგან მივიღე შეთავაზება, მე პირადად აქამდე მიმაჩნდა რომ ზოგადად საერთო სასამართლოების ხედვა და მიდგომები, რომელიც უნდა იყოს გათვალისწინებული მათ შორის კონსტიტუციური  კონტროლის განხორციელებისას, ძალიან მნიშვნელოვანია და წაადგება საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობას.

 

ვფიქრობ, რომ ჩემს მოკრძალებულ წვლილს შევიტან საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციონირებაში. ყოველ შემთხვევაში შევეცდები“,- ამბობს ვასილ როინიშვილი.

 

ნეკა დოროყაშვილის უფლებადამცველებმა ნიკა გვარამიას უჩივლეს - „ბასილაშვილის საქმე“
2020-05-29ნეკა დოროყაშვილის უფლებადამცველებმა ნიკა გვარამიას უჩივლეს - „ბასილაშვილის საქმე“

 

მისივე თქმით, საკუთარი კანდიდატურის შესახებ რამდენიმე დღის წინ გაიგო.

 

,,ვართ თუ არა კლანის წევრი? ახლა უბრალოდ ვალდებული ვარ მასკა მეკეთოს მაგრამ მეღიმება ამაზე, ხანდახან მგონია, რომ კლანის მნიშვნელობა არ იცის ხოლმე ხალხმა ამ შეკითხვას რომ სვამთ ხოლმე. ოჯახის წევრი არა ვარ. ბევრთან ვმეგობრობ კიდეც.

 

რომ მქონდეს უარყოფითი მოლოდინი არც მოვიდოდი და მეთვითონ უარს განვაცხადებდი. მეთვითონ მაქვს იმედი რომ ჩემი კოლეგები დამიჭრენ მხარს, ვნახოთ ამაში დარწმუნებული არა ვარ, როგორ ვიქნები”

 

გავრცელებული ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლე ვასილ როინიშვილი იქნება. 

ავტორი: Prime Time

X