13:27 | 2020-05-29 ავტორი: Prime Time

„ნიუ იორკ თაიმსი“ – გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველო 8 ივნისამდე ყველა მაღაზიას, კაფეს ხსნის და საზოგადოებრივ ტრანსპორტს აღადგენს

„ნიუ იორკ თაიმსი“ – გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველო 8 ივნისამდე ყველა მაღაზიას, კაფეს ხსნის და საზოგადოებრივ ტრანსპორტს აღადგენს

საქართველო 8 ივნისამდე განაახლებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს და გახსნის მაღაზიებს, სავაჭრო ცენტრებსა და კაფე-რესტორნებს, განაცხადა ოთხშაბათს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ – ამის შესახებ გავლენიანი გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი“ „როიტერზე“ დაყრდნობთ წერს.

 

გახარიამ განაცხადა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის მეტრო, განახლდება 29 მაისს, ხოლო მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები, გადახურული და ღია ცის ქვეშ მდებარე ბაზრები და ღია სივრცეების მქონე რესტორნები 1-ლი ივნისიდან გაიხსნება.

 

ყველა ტიპის რესტორანი, სასტუმროები და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი 8 ივნისიდან განაახლებს ფუნქციონირებას.

 

საქართველო გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც ტურისტებს კარს გაუხსნის? - რას წერს უცხოური მედია
2020-05-20საქართველო გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც ტურისტებს კარს გაუხსნის? - რას წერს უცხოური მედია

 

”ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება არსებული შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ, ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური და სოციალური ინტერესების გათვალისწინებით,” – თქვა გახარიამ და დასძინა, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და მაღაზიებში პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო იქნება.

 

არ გაიხსნება საცურაო აუზები, სპორტული დარბაზი, თეატრები და ღამის კლუბები.

 

ოთხშაბათის ინფორმაციით, საქართველოში კორონა ვირუსით ინფიცირების 735 და გარდაცვალების 12 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ავტორი: Prime Time

X