13:42 | 2020-05-29 ავტორი: ნინი ტაველიძე

აპრილში საქართველოს ეკონომიკა 16.6%-ით შემცირდა – საქსტატი

აპრილში საქართველოს ეკონომიკა 16.6%-ით შემცირდა – საქსტატი

აპრილში საქართველოს ეკონომიკა 16.6%-ით შემცირდა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ განაცხადა

 

„წინასწარი შეფასებით, აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა გარკვეულწილად შენელდა და სახეზე გვაქვს ეკონომიკის 16.6%-იანი შემცირება.

 

შესაბამისად, პირველი 4 თვის საშუალო რეალური ზრდა -3.6%-ია“,- განაცხადა თოდრაძემ.

 

2020 წლის აპრილში, სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგის გარდა, შემცირება თითქმის ყველა სექტორში გამოვლინდა.

 

აპრილში საქონლის ექსპორტი 28%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი 39%-ითაა შემცირებული.

 

კლება ფიქსირდება საწარმოთა რეგისტრაციის კუთხითაც. აპრილში სულ 307 საწარმო დარეგისტრირდა, რაც გასული წლის აპრილის მაჩვენებელს 93%-ით ჩამორჩება.

 

ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია! - რა იქნება შემდეგი ნაბიჯი
2020-05-29ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია! - რა იქნება შემდეგი ნაბიჯი

ავტორი: ნინი ტაველიძე

X