
5 წუთის განმავლობაში, რომან გოცირიძემ 8 ტყუილის თქმა მოასწრო – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძე რომან გოცირიძის გამოსვლას.
„ჩვენ დავთვალეთ და რომან გოცირიძემ 5 წუთის განმავლობაში მოასწრო და 8 ტყუილი თქვა.
იტყუებიან, რომ მოქალაქეებს დახმარება არ ჩარიცვიათ. ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო, არადა უკვე დაიწყო მოქალაქეებზე დახმარების ჩარიცხვა.
2008 წელს არცერთი თეთრი, არც მოქალაქეს და არც ბიზნესს არ მიუღია და ეს ადამიანები ახლა გველაპარაკებიან“, – განაცხადა კობახიძემ.
„ტყუილ-მართლის“ თვლა მოგვიანებით რომან გოცირიძემაც განაგრძო და რაც „მიიღო“, მედიას გაუზიარა:
კობახიძემ თქვა, რომ 8 ტყუილი ვთქვი 5 წუთში. სინამდვილეში , 8 სიმართლე ვესროლე და 8-ვე მოხვდა შუბლში.
– რომან გოცირიძე























