
დღეს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში გამოდის. იგი ინტერპელაციის წესით კითხვებს პასუხობს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, თინა ბოკუჩავამ სიტყვით გამოსვლის დროს კორუფციასა და ეკონომიკურ ზრდაზე ისაუბრა.
„ჩვენს დროს 8%-მდე იყო ეკონომიკური ზრდა… ჩვენს დროს ადამიანებს ჰქონდათ უკეთესი მომავლის იმედი და დღეს 4%-მდეც კი არ არის ეკონომიკური ზრდა. ეს იმიტომ ხდება, რომ ბიუჯეტს ჭამთ და სახლში მიგაქვთ“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.























