16:37 | 2020-05-29 ავტორი: თეონა ყაჭიური

ყველაზე დიდი გოიმობა ასეთი აზროვნებაა – რას მიიჩნევს ირმა ინაშვილი გოიმობად

ყველაზე დიდი გოიმობა ასეთი აზროვნებაა – რას მიიჩნევს ირმა ინაშვილი გოიმობად

„გრძელდება სპექტაკლი, დღეს საჭირო არ იყო პრემიერის მოსვლა პარლამენტში. იგივე საკითხებზე მიდის მსჯელობა, ხვალ ჩვენ მოგიწვევთ და კიდევ უნდა მოხვიდეთ აქ? არა არ მოხვალთ. “ნაციონალური მოძრაობა” რომ მოგიწვევთ მაშინ მოხვალთ“,- ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა პარლამენტში გამოსვლის დროს განაცხადა.

 

მან პარლამენტში მიმდინარე მოვლენებს ცირკი უწოდა.

 

„მე მოგიწოდებთ უმრავლესობის და მთავრობის წარმომადგენლებს, მეტი პატივისცემა გამოიჩინოთ ერთმანეთისადმი. შეცვალოთ, ბოლო დროს როგორც მოიხსენიებთ ოპოზიციას. ხან ცირკად მოიხსენიებთ, ხან პოლიტიკურ მასკარადად, პოლიტიკური კლასის დაყოფა მოინდომეთ გოიმებად და არაგოიმებად. ყველაზე დიდი გოიმობა ასეთი აზროვნებაა.

 

8 სიმართლე ვესროლე და 8-ვე მოხვდა შუბლში! - გოცირიძე-კობახიძის პაექრობა პარლამენტში
2020-05-298 სიმართლე ვესროლე და 8-ვე მოხვდა შუბლში! - გოცირიძე-კობახიძის პაექრობა პარლამენტში

 

ცირკი, მასკარადი, გოიმი და ჯიგარი – ეს ყველაფერი გავწიოთ გვერდით და ვიფიქროთ ადამიანებზე. ყველაფერი გაძვირდა ხალხს ცხოვრება უჭირს და პლიუს აი ამას უყურებს პარლამენტში, მორიგ პოლიტიკურ სპექტაკლს, „ნაციონალური მოძრაობის“ და ოცნების, ორივე ერთმანეთის ღირსი ხართ სინამდვილეში, მაგრამ ამ ხალხმა რა დააშავა“,- აღნიშნა ინაშვილმა.

 

ამ წუთებში პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში იმყოფება და დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

ავტორი: თეონა ყაჭიური

X