00:15 | 2020-05-30 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

სისხლიანი გარჩევა დიდუბეში! – ვინ არიან წერეთელზე, სკვერში დაჭრილი ახალგაზრდები

სისხლიანი გარჩევა დიდუბეში! – ვინ არიან წერეთელზე, სკვერში დაჭრილი ახალგაზრდები

წერეთელზე, ვანის ქუჩაზე ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება სისხლიანი გარჩევით დასრულდა.

 

ფაქტს ადგილზე დარჩენილი სისხლის კვალიც მოწმობს.

 

პრაიმტაიმმა“ გაარკვია, რომ ადგილზე 2 ახალგაზრდა – 32 და 29 წლის ბიჭები არიან დაჭრილი და ისინი ახლა გერმანულ ჰოსპიტალში იმყოფებიან.

 

Exclusive: თბილისის ცენტრში საცხოვრებელი კორპუსი კარანტინში ჩაკეტეს?!
2020-05-29Exclusive: თბილისის ცენტრში საცხოვრებელი კორპუსი კარანტინში ჩაკეტეს?!

 

„32 წლის ბექა ჭ.-ს ნაკვეთი ჭრილობა მხრის და წინა მხრის არეში აქვს მიყენებული, 29 წლის გიორგი ბ.-ს კი, გულ-მკერდის უკანა ზედაპირზე, მარცხენა მხარზე აქვს ჭრილობა.

 

ორივე პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ“, – გვითხრა ექიმმა, მაია გიორგაძემ.

 

შსს-ში განგვიმარტეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

 

დაპირისპირების მიზეზი და სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

 

ფოტო: Tv pirveli

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X