23:02 | 2020-05-29 ავტორი: Prime Time

ძირს დააგდოო თაზომ და თურმე ურტყამდა კიდევ და თან იარაღს ეჩალიჩებოდაო – გუდაურში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

ძირს დააგდოო თაზომ და თურმე ურტყამდა კიდევ და თან იარაღს ეჩალიჩებოდაო – გუდაურში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

„ტვ პირველი“ გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმის მასალებს ასაჯაროებს. ტელეკომპანიის მტკიცებით, იმ კლინიკის პალატაში, სადაც ჩხუბში მონაწილე დაზარალებული იმყოფებოდა მოსასმენი აპარატი იყო დაყენებული.

 

სამართალდამცველები დაზარალებულის სატელეფონო საუბრებს ისმენდნენ და აკვირდებოდნენ, რას უყვებოდა ის მომხდარის შესახებ ახლობლებს.

 

მერაბ კობიაშვილის უფლებადამცველის მტკიცებით, აღნიშნული მასალები გამოძიებაში გადამწყვეტ როლს ითამაშებს და იმედოვნებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამართლდება.

 

ნერვზე აწვებოდა, გათიშულს აფხიზლებდა და ისევ ცემდა - ჩვენება გუდაურის მკვლელობის საქმიდან, რომელიც ახლა გასაჯაროვდა
2020-05-12ნერვზე აწვებოდა, გათიშულს აფხიზლებდა და ისევ ცემდა - ჩვენება გუდაურის მკვლელობის საქმიდან, რომელიც ახლა გასაჯაროვდა

 

დოკუმენტში ვკითხულობთ:

 

„კაროჩე, მე როგორც მითხრეს ძირს დააგდოო თაზომ და თურმე ურტყამდა კიდევ და თან იარაღს ეჩალიჩებოდა და მიაყოლა ორი, თურმე. ერთი იქამდე ჰქონია ნასროლი. ერთი იქამდე ფეხში ესროლა.“

 

მოკლულის ოჯახის უფლებადამცველის განცხადებით, აღნიშნულ დოკუმენტში დაზარალებულის მიერ მონაყოლი მხოლოდ ვარაუდია, რადგან ის დაჭრილი იყო და დაპირისპირებას ვერ დაინახავდა.

 

ოჯახის წევრმა მომწერა, რომ აგრესიას ვიწვევდი! - ადვოკატი გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეს ჩამოშორდა
2020-05-13ოჯახის წევრმა მომწერა, რომ აგრესიას ვიწვევდი! - ადვოკატი გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეს ჩამოშორდა

 

❗ გუდაურში მომხდარი მკვლელობის თვითმხილველს პოლიციამ პალატაში მოსასმენი აპარატურა დაუყენა➡ ტვ პირველმა ჩანაწერი მოიპოვა, რომელიც მკვლელობის დღევანდელ ვერსიას თავდაყირა აყენებს

Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on პარასკევი, 29 მაისი, 2020

 

ავტორი: Prime Time

X