13:29 | 2020-05-30 ავტორი: სალომე ნეფარიძე

„პანიკის არავითარი საფუძველი არ არის“ – ამირან გამყრელიძე ახალ კლასტერზე

„პანიკის არავითარი საფუძველი არ არის“ – ამირან გამყრელიძე ახალ კლასტერზე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, საბურთალოს კლასტერიდან, სადაც ერთი ოჯახის 7 წევრი დაინფიცირდა, მათი 50 კონტაქტი უკვე გამოკვლეულია.

 

მისივე თქმით, სავარაუდოდ ინფიცირების პირველწყარო მისი კოლეგაა.

 

„ესენი არიან ერთი ოჯახის და ოჯახთან ძალიან ახლო კონტაქტები. ინფიცირების პირველადი წყარო, როგორც ვფიქრობთ უნდა იყოს ჩემი კოლეგა.

 

რას ამბობენ იზოლაციაში მყოფი კორპუსის მაცხოვრებლები 
2020-05-30რას ამბობენ იზოლაციაში მყოფი კორპუსის მაცხოვრებლები 

 

მაგრამ ხაზს ვუსვამ, რომ მიმდინარეობს კვლევა და დღესაც ჩვენი ჯგუფი გასულია ადგილზე და იღებენ დამატებით ბიოლოგიურ ნიმუშებს და შესაბამისად, ჩაღრმავებული კვლევები ჩატარდება.

 

მიმდინარეობს დაზუსტება ჩემი კოლეგა არის პირველწყარო თუ მისი ოჯახის წევრი. პანიკის არავითარი საფუძველი არ არის და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კორონავირუსის ბოლო მონაცემები:

 

საქართველოში კორონავირუსი 757 შემთხვევა დადასტურდა.

 

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 600 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 2966 ადამიანი, ხოლო სტაციონარში 250 პირს აკვირდებიან.

 

საქართველოში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა.

 

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X