18:27 | 2020-05-30 ავტორი: Prime Time

გავახილე თვალები და პატრიარქი დავინახე, მეგონა, მომეჩვენა – ჯემალ სეფიაშვილი

გავახილე თვალები და პატრიარქი დავინახე, მეგონა, მომეჩვენა – ჯემალ სეფიაშვილი

კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი „პრაიმტაიმთან“ პატრიარქთან ურთიერთობის შესახებ ყვება და იმ დღეს იხსენებს, როცა უწმინდესმა რეანიმაციაში მოინახულა.

 

„სასწაული დამოკიდებულება მაქვს ამ დიდ ადამიანთან, როგორც ჩვენ ყველას. მის მიმართ სიტყვა „დიდიც“ პატარად მეჩვენება“,- ამბობს ჯემალ სეფიაშვილი.

 

„პრაიმტაიმის“ საარქივო მასალაში ვკითხულობთ, როგორი გაოცებული დარჩა კომპოზიტორი, როცა ოპერაციის შემდეგ საავადმყოფოში პატრიარქი თანმხლებ პირებთან ერთად საჩუქრებით მივიდა.

 

„ საკმაოდ რთული ოპერაცია გადავიტანე გულზე. 6 საათი გრძელდებოდა. დამთავრდა ოპერაცია, გამოვდივარ ნარკოზიდან და მესმის ექიმების ხმა, რომლებიც მეფერებიან, მამშვიდებენ, მამხნევებენ, მეუბნებიან, რომ ოპერაციამ კარგად ჩაიარა.

რას ამბობს ექიმი უკანასკნელ ვიდეოში, რომელიც ფანჯრიდან გადმოვარდნამდე ჩაწერა 
2020-05-05რას ამბობს ექიმი უკანასკნელ ვიდეოში, რომელიც ფანჯრიდან გადმოვარდნამდე ჩაწერა 

 

პირველი ვიკითხე – მანანა ცოცხალია? ჩემს ცოლს ვკითხულობდი. გავახილე თვალები და დავინახე პატრიარქი. ისევ დავხუჭე. მეგონა, რომ მომეჩვენა. ისევ გავახილე და უცებ მესმის, – ჩემო ჯემალ… მივხვდი, რომ ეს ნარკოზი აღარ იყო, რომ ჩვენი პატრიარქი ჩემს სანახავად თანმხლებ პირებთან ერთად მოვიდა.

 

მოეტანათ ბევრი ღვინო, ხილი, შოკოლადი. შუბლზე ხელი დამადო, მომეფერა. ამას ვერც წარმოვიდგენდი.

 

წინა დღეებში შევხვდი პატრიარქს. ამ ოპერაციის შესახებ იცოდა. მე და მანანა დაგვლოცა, დაგვასაჩუქრა, მაგრამ რეანიმაციაში თუ ვნახავდი, რას წარმოვიდგენდი!“

 

სეფიაშვილი ამბობს, რომ პატრიარქთან შეხვედრის აუცილიებელი კომპონენტი სიმღერაა. ერთი სიმღერა აუცილებლად უნდა შევუსრულო როიალთან. ჩვენი შეხვედრის ფონი ხშირად არის „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“. ვსაუბრობთ სიკეთეზე, საქართველოს კეთილდღეობაზე, მორალზე, პატიებაზე, ადამიანებს შორის დამოკიდებულებაზე. ისეთი ზეაწეული გამოვდივარ ხოლმე იქიდან, ამას სიტყვებით ვერც აღვწერ“.

 

( „პრაიმტაიმი“ 2016 წელი)

ავტორი: Prime Time

X